მთავარ გვერდზე დაბრუნება
ექსპროპრიაცია (საკუთრების იძულებით ჩამორთმევა)
admin
სამოქალაქო სამართალი

ექსპროპრიაცია (საკუთრების იძულებით ჩამორთმევა)

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავი მიძღვნილია ადამიანის ძირითად უფლებებზე. ამავე თავის მე-19 მუხლის შესაბამისად საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. თუმცა მოცემული მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები უშვებენ კერძო საკუთრების შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რაც მიანიშნებს იმას, რომ კერძო საკუთრების უფლება  არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას. მოცემულ სტატიაში მცირედით მინდა შევეხოთ საკუთრების უფლების ჩამორთმევას ექსპროპრიაციის გზით, რაც თავის თავში გულისხმობს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევას სასამართლოს გადაწყვეტილებით  გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირდება კონკრეტულად რა სიკეთეები უნდა იქნას დაცული იმისათვის, რომ კერძო საკუთრების ჩამოთმევა ნაკლებად მტკივნეული იყოს მესაკუთრისათვის.  ჩვენ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ მესაკუთრე, რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ საკუთრებას  ყოველთვის მტკივნეული იქნება და ის ვერანაერი თანხით ვერ იქნება კომპენსირებული, თუმცა ყველაფერი შეფასებითია და ექსპროპრიატორმა (პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ქონების ჩამორთმევის უფლება) ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ მინიმუმადე დაიყვანოს ის სტრესი, რომელსაც კერძო მესაკუთრე განიცდის ქონების ჩამორთმევის დროს.  სწორედ ამისათვის საქართველოს კანონმდებლობამ განსაზღვრა ქონების ჩამორთმევამდე წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება.   კანონში ნათლად არის მითითებული, რომ  ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. მიუხედავად აღნიშნული ჩანაწერებისა სასამართლოც და ექსპროპრიატორიც ფორმალურად ითვალისწიენებენ მოცემულ ჩანაწერს და შინაარსში არ შედიან, რის გამოც კერძო მესაკუთრეებს წლების განმავლობაში უწევთ ჩამორთმეული ქონების სამართლიან ანაზღაურებაზე დავა.  სასამართლოს მიდგომა ისეთი ფორმალური და ხშირ შემთხვევაში უსამართლოა,  რომ სამართლიანი ანაზღაურების ნაწილში დავაზე ყოფილ მესაკუთრეს (დაზარალებულს ) თხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდას, რომელიც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. 
ჩვენ გუნდს მძიმე შრომის შედეგად უწევს წლების შემდგომ სამართლიანი ანაზღაურების მიღება, რაც სამწუხაროდ ცუდად აისახება კერძო მესაკუთრეებზე, რომლებსაც ჩამოერთვათ ქონება.   
მოცემული გარემოებების გათვალიწინებით საჭიროა დროული რეაგირება და სამართლებრივი გზების დასახვა, რათა ნაკლებად დაზიანდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეები. 


ამისათვის გათვალისწინებულია ჩამორთმევამდე წინასწარი და სრული და სამართლიანი ანაზღაურება. ექსპროპრიატორი (პირს თუმცა სახელმწიფოს მიდგომა და სასამართლო პრაკტკია გვაჩვენებს